ტერორისტებისგან დასაცავად საფრანგეთში სპეციალური ქვედანაყოფი შეიქმნება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორისტებისგან მოსახლეობის დასაცავად სპეციალური ქვედანაყოფი – ნაციონალური გვარდია შეიქმნება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქვედანაყოფი პოლიციის რეზერვისგან და ჟანდარმერიისგან შეიქმნება.
ამ საკითხზე საფრანგეთის პარლამენტში კონსულტაციები სექტემბერში დაიწყება. ოლანდის თქმით ახალი სტრუქტურა რაც შეიძლება მალე უნდა შეიქმნას.
საფრანგეთში ბოლო დროს რამდენიმე სერიოზული ტერაქტი მოხდა. მხოლოდ ივლისში ორი ასეთი თავდასხმა დაფიქსირდა.