თურქეთში ორმა გენერალმა თანამდებობა დატოვა

თურქეთში ორმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გენერალმა, რომლებიც სახმელეთო ძალების მმართველ საბჭოში შედიოდნენ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ესენი არიან გენერლები – ქამილ ბაშოღლუ და იხსან უიარი. გენერლები შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ამბოხების შემდეგ მიმდინარე მასშტაბური „წმენდის“ დროს გადადგნენ. თურქეთში სამხედრო ამბოხების მცდელობა 15 ივლისს მოხდა. შეტაკებების დროს 246 ადამიანი დაიღუპა და 2 100 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები