ნორმანდიის ეკლესიაზე თავდასხმამდე ტერორისტებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცეს (ვიდეო)

ტერორისტებმა, რომლებმაც საფრანგეთში, ნორმანდიის მხარის ერთ-ერთ ეკლესიაში მძევლები აიყვანეს და მღვდელი მოკლეს, თავდასხმამდე ვიდეო ჩაწერეს და „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-არაბია“ იუწყება.
ვიდეომიმართვაში ასევე ტერორისტული დაჯგუფების დროშა ჩანს, რომელიც თავდამსხმელებმა ქაღალდზე დახატეს. ისინი ერთმანეთს მუსულმანურ სახელებს – აბუ ომარსა და აბუ ხალილ ალ-ხანფაის უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ნორმანდიის ქალაქ სენტ-ეტიენში ეკლესიაზე თავდასხმა ორი დღის წინ მოხდა. ტერორისტებმა მღვდელი მოკლეს და ერთი ადამიანი მძიმედ დაჭრეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ორივე თავდამსხმელი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები