„ბრექსიტის“ გამო ბრიტანული ბანკი Lloyds Banking Group 3 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Lloyds Banking Group 2017 წლის ბოლომდე 3 ათას თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს. ეს გადაწყვეტილება ბანკის ხელმძღვანელობამ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლით შექმნილი სირთულეების გამო მიიღო. ბანკი 200-მდე ფილიალის დახურვასაც გეგმავს. ბანკის ხელმძღვანელობის აზრით, „ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური განვითარება შენელდება და ქვეყანა გაურკვევლობის პერიოდში შევა. შესაბამისად, შემცირდება კრედიტებზე მოთხოვნა და ბანკის შემოსავალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები