საფრანგეთის პროკურატურამ ნორმანდიის ეკლესიაზე მეორე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
საფრანგეთის პროკურატურამ ნორმანდიის ერთ-ერთ ეკლესიაზე მეორე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. ეს 19 წლის აბდელ მალიკ პეტიჟანია. ის შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მოკლა. მანამდე პოლიციამ კიდევ ერთი თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა – ეს 19 წლის ადელ კერმიშია. შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში ორი თავდამსხმელი ეკლესიაში შევარდა. მათ 84 წლის მღვდელი მოკლეს და ერთ-ერთი პირი მძიმედ დაჭრეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ორივე თავდამსხმელი მოკლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.