ობამა – ჰილარი კლინტონი ჩემზე და ბილ კლინტონზე უკეთესი პრეზიდენტი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჰილარი კლინტონი მასზე და ბილ კლინტონზე უკეთესი პრეზიდენტი იქნება. ობამას თქმით, ჰილარი კლინტონი ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება აშშ-ის ისტორიაში. ეს განცხადება ობამამ „დემოკრატიული პარტიის“ყრილობაზე გააკეთა. მისი თქმით, ჰილარი კლინტონი უკვე მუშაობდა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კლინტონი არასოდეს ნებდება და ყველა ამერიკელს წარმატების მისაღწევად რაც შეიძლება მეტ შანსს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები