ვენესუელის ზოოპარკში 50 ცხოველი შიმშილით დაიღუპა

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის ზოოპარკში 50 ცხოველი შიმშილით დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამასთანავე, ადილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. ქვეყნის სხვა ქალაქებში ზოოპარკები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია. მათი თანამშრომლები ადგილობრივ მეწარმეებს ცხოველებისთვის ხორცს და ხილს სთხოვენ. ვენესუელა ამჟამად უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელიც ნავთობზე ფასების კლებამ გამოიწვია. ამასთანავე, ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
13883669_10206464617485847_47925124_n 13872441_10206464617525848_335112539_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები