თურქეთში 15 ათასი ადამიანი, მათ შორის 10 ათასი სამხედროა დაკავებული

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 15 ათასი პირი, მათ შორის 10 ათასი სამხედროა დაკავებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. როგორც CNN Turk-ის ეთერში შს მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, 8 1113 ადამიანის საქმე სასამართლოს გადაეცა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია Amnesty International-მა განცხადება გაავრცელა, რომ დაკავებულებს აწამებენ, მათ საჭმელს არ აძლევენ და სცემენ, ასევე ადგილი აქვს გაუპატიურების ფაქტებსაც. თურქეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები