ქალმა პოლიციას ბომბის შესახებ აცნობა – მას არ სურდა, ქმარი ქალაქიდან გაფრენილიყო

ჟენევის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურების სრული მობილიზაცია გამოცხადდა. უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციაში ქალმა დარეკა, რომელსაც არ სურდა, რომ მისი ქმარი ჟენევიდან გაფრენილიყო. ამჟამად პოლიციამ ქალი დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ანონიმური ზარის გამო ჟენევის აეროპორტთან უზარმაზარი რიგი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები