აშშ იჯირლიყის ბაზის გამოყენებაზე უარის თქმას არ აპირებს

აშშ-ის სამხედროები თურქეთის სამხრეთ ნაწილში განთავსებულ იჯირლიყის სამხედრო ბაზის გამოყენებაზე უარის თქმას არ აპირებეს. ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა დებორა ჯეიმსმა განაცხადა. მისი თქმით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
„ჩვენ ბაზის მეთაურობასთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით და ამ ეტაპზე ბაზიდან საჰაერო ძალების სხვა ადგილას გადაყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ჯეიმსმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ იჯირლიყის ბაზა ერთი დღით დაიხურა. თუმცა შემდეგ მისი ფუნქციონირება აღდგა. თურქმა სამართალდამცველებმა სამხედრო ამბოხებაში მონაწილეობისთვის ბაზაზე რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები