China Southern Airlines-მა უახლეს „ბოინგებში“ 1,4 მილიარდი დოლარი გადაიხადა

ავიაკომპანია China Southern Airlines-მა 6 უახლეს „ბოინგ-787″-ში 1,4 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. თვითმფრინავების მიწოდება 2016-2018 წლებში იგეგემება. ავიაკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი თვითმფრინავების შეძენა მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო გახდა აუცილებელი. ივლისის დასაწყისში Xiamen Airlines-მა კომპანია „ბოინგთან“ ხელი მოაწერა მემორანდუმს 30 ერთეული „ბოინგ-737“-ის შეძენის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები