სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ორი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ორი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქებები ქურთი მოხალისეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქდა დანაღმული ავტომობილი და მოტოციკლი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები