ერევანში შეიარაღებულმა პირებმა მძევლად ექიმები აიყვანეს

შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ერევნის პოლიციის შენობაში არიან შეჭრილები, დღეს მძევლად ექიმები აიყვანეს. ექიმები ადგილზე სამშაბათს მომხდარი სროლის დროს დაჭრილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშოტ აგასორიანმა გაავრცელა. სომხეთის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მძევლად ოთხი ექიმია აყვანილი. შეგახსენებთ, რომ პოლიციის შენობაში შეჭრილი პირები ციხიდან ერთ-ერთი ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები