ერევნის პოლიციის განყოფილებასთან 30 პირია დაკავებული

ერევნის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც 17 ივლისს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, საპროტესტო აქციის 30 მონაწილეა დაკავებული. ამჟამად ადგილზე მშვიდი ვითარებაა. აქციის მონაწილეები პოლიციას შენობაში შეჭრილი შეიარაღებული პირების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაში ხელს უშლიდნენ. სამშაბათს კი პოლიციის შენობასთან სროლა მოხდა, რომლის დროსაც ორი ბოროტმოქმედი და პოლიციის ერთი ოფიცერი დაიჭრა. ხელისუფლებამ შენობის სიახლოვეს აქციების ჩატარება აკრძალა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის შენობაში შეჭრილი პირები ციხიდან ერთ-ერთი ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები