ჰილარი კლინტონი აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ის ქვეყნის უმთავრესი პარტიიდან წარდგენილი პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ქალია და შანსი აქვს, აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდეს. კლინტონს უკვე დაუჭირა მხარი მისმა მთავარმა ოპონენტმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ბერნი სანდერსმა. ორშაბათს თავის მომხრეებთან სიტყვით გამოსვლისას სანდერსმა მათ მოუწოდა, ხმა მისცენ ჰილარი კლინტონს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ტიმ კეინს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები