სტამბოლის პროკურატურამ გამოცემა „ზამანის“ 47 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

სტამბოლის პროკურატურამ გამოცემა „ზამანის“ 47 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. სააგენტო “ანადოლუს“ ინფორმაციით, ეს გამოცემა ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან არის დაკავშირებული. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბოლის პოლიციამ იმ ადამიანების სახლების ჩხრეკა დაიწყო, რომლებიც „პარალელურ სახელმწიფო სტრუქტურებთან“ არიან დაკავშირებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები