გიულენი ერდოღანს ერთპიროვნული მმართველობის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს

ისლამის მქადაგებელი, აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გიულენის თქმით, თურქეთის დემოკრატიას რეალური საფრთხე ემუქრება. „როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, მე ის კატეგორიულად დავგმე“, – განაცხადა გიულენმა, რომელიც აშშ-ში 1999 წლიდან ცხოვრობს. ფეთჰულაჰ გიულენი ამბობს, რომ ხელისუფლების მოპოვება არჩევნებით, და არა ძალისმიერი მეთოდებით არის აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები