ბაღდადში ტერაქტების სერიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა ბაღდადში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ბაღდადის დასავლეთ ნაწილში ავტომობილის აფეთქებას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა. მეორე აფეთქება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ასევე ტერაქტები განხორციელდა ალ-ისკამის, სუვეიბის და ედ-დურას რაიონებში. ამ დროისთვის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები