აზერბაიჯანის იარაღის ქარხანაში ხანძრის მიზეზი ნაპერწკალი გახდა (ვიდეო)

აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში, იარაღის ქარხანაში სამშაბათს მომხდარი ხანძრის მიზეზი ნაპერწკალი გახდა. ის უტილიზაციისთვის გამზადებულ ნაკეთობებში გაჩნდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრისა და აფეთქებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. თვითმხილველები იუწყებიან, რომ ქარხნის ტერიტორიიდან დღესაც აფეთქებები ისმის. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის პროკურატურამ უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები