საფრანგეთში, ეკლესიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ სენტ-ეტიენ-დიუ-რუვრის ეკლესიაში მძევლების აყვანაზე პასუხისმგებლობა აიღო.
მანამდე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ტერორისტების კავშირის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ორი პირი ქალაქ სენტ-ეტიენ-დიუ-რუვრის ეკლესიაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ერთ-ერთმა მძევალმა გაქცევა მოახერხა და განგაში ატეხა. თავდამსხმელებმა მღვდელი მოკლეს და ერთი ადამიანი დაჭრეს. მოგვიანებით პოლიცია ეკლესიაში შეიჭრა და თავდამსხმელები მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები