თურქეთში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

აღმოსავლეთ თურქეთის ვანის პროვინციაში ქურთი „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ერთი სამხედრო ვანის პროვინციაში, ირანის საზღვრის სიახლოვეს, გზის პირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. კიდევ ორი სამხედრო დაიჭრა. კიდევ ერთი სამხედრო დიარბაკირის პროვინციაში ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლება თავდასხმებში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები