თურქეთი აშშ-სგან კვლავ გიულენის ექსტრადირებას ითხოვს

თურქეთის ხელისუფლება აშშ-სგან ისლამის მქადაგებლისა და ოპოზიციონერის, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთი გიულენს 15 ივლისის სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს. როგორც ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განუცხადა, გიულენის ექსტრადირებას აშშ-სგან თურქეთის მოსახლეობა ითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გიულენის საკითხის მოგვარებაზე აშშ-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების მომავალია დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები