აზერბაიჯანის იარაღის ქარხანაში აფეთქება მოხდა
ძლიერი აფეთქება მოხდა დღეს აზერბაიჯანის ქალაქ შირვანის იარაღის ქარხანაში. ამის შესახებ გამოცემა Vesti.az იუწყება. აფეთქების შემდეგ ხანძარი დაიწყო. რამდენიმე ადამიანი დაშავებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები გრძელდება. გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ქალაქ შირვანის სახლებში მინები ჩაამსხვრია. აფეთქების ხმა შემთხვევის ადგილიდან 40 კილომეტრის მანძილზე ისმოდა.