ბანგლადეშის პოლიციამ ცხრა „ბოევიკი“ გაანადგურა

Security personnel leave the site after a police operation on militants on the outskirts of Dhaka, Bangladesh, July 26, 2016. REUTERS/Mohammad Ponir Hossain

ბანგლადეშის პოლიციამ ცხრა „ბოევიკი“ გაანადგურა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ეს პირები, სავარაუდოდ, 1-ელ ივლისს კაფეზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, რომლის დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტები ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას ერთ-ერთ შემოგარენში შენობაში იყვნენ გამაგრებულები. პოლიციამ მათ დანებება შესთავაზა, ხოლო, საპასუხოდ, „ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები „ალაჰ აკბარ“-ს ყვიროდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტი დაკავებულია, ხოლო ერთმა მიმალვა მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები