სირიაში დაბომბვის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

ბაშარ ასადის საჰაერო ძალების მიერ ალეპოში მომხდარი ავიადარტყმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 25 მშვიდობიანი პირი დაიჭრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. ცნობისთვის, გაეროს ინფორმაციით, სირიაში 5-წლიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 470 ათასი ადამიანი დაიღუპა. 10 მილიონი ადამიანი იძულებული იყო, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები