აღმოსავლეთ თურქეთში პოლიციის სამი ოფიცერი დაიღუპა
სულ მცირე პოლიციის სამი ოფიცერი დაიღუპა აღმოსავლეთ თურქეთის დიარბაკირის პრივინციაში, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. კიდევ ერთი პოლიციელი ქალაქ ერგანიში ერთ-ერთ სახლთან დაიჭრა, რომელიც ქურთ „ბოევიკებს“ ეკუთვნოდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე „ბოევიკი“ განადგურებული იყო. 2015 წლის ივლისის შემდეგ აღმოსავლეთ თურქეთში ქურთ „ბოევიკებსა“ და თურქეთის სახელისუფლო ძალებს შორის დაპირისპირებას 6 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.