პეტროზავოდსკში მეხის დაცემის შედეგად ტროლეიბუსი დაიწვა

რუსეთის ქალაქ პეტროზავოდსკში მეხის დაცემის შედეგად ტროლეიბუსი დაიწვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტროლეიბუსი დეპოში მიდიოდა და მასში სამი, ან ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა ტროლეიბუსიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტროლეიბუსი იმდენად სერიოზულად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები