პრეზიდენტი ნიცაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიცაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს უსამძიმრებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა გამოვეხმაურო ნიცაში მომხდარ ტრაგედიას. ცნობილი გახდა და დადასტურდა, რომ დაღუპულებს შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქე. პრეზიდენტი უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები