ვანი – სულორის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ინფორმაციით, აღნიშნული უწყების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება. ნოდარ ჯავახიშვილმა დაზიანებული გზის შეკეთებისა და მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ) სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გზის აღდგენითი სამუშაოები 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილი აღდგენილია და გზა გახსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები