გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რეგიონული სამმართველოებისათვის ახალი ოფისების მშენებლობას განაგრძობს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რეგიონული სამმართველოებისათვის ახალი ოფისების მშენებლობას განაგრძობს. როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, ტენდერი უკვე გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი შენობის მშენებლობა ქალაქ ბათუმში, სადაც აჭარის სამმართველო და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო განთავსდება. მშენებლობის დაჩქარებულ ვადებში განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე, დეპარტამენტს უფლება მიეცა შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით. ეს ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან გამარჯვებულს დეპარტამენტი დაჩქარებულ ვადებში შეარჩევს და მშენებლობის დაწყების პროცესი არ გაჭიანურდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგიონული სამმართველოებისათვის ახალი ოფისების მშენებლობა/რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. ექსპულატაციაში უკვე შევიდა შიდა ქართლისა და გურიის რეგიონული სამსახურების განახლებული შენობები. მიმდინარე წელს დაიწყება ახალი შენობების მშენებლობა რაჭასა და ახალციხეშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები