სტიქია გურიაში (ფოტოკოლაჟი)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 8 ივლისს მოსული გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლებში: სილაურში, ჯუმათსა და გურიანთაში დააზიანა გზები და დაანგრია საავტომობილო ხიდები.
უხვმა დინებამ სოფელ მელექედურში ორი უბნის დამაკავშირებელი გზა და საყანე ფართობები წაიღო.
სტიქიის ზონაში რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე იმყოფებოდნენ.
„დღეს დავათვალიერეთ სტიქიის ზონა გურიაში. ძირითადი ზიანი მიადგა ხიდებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
საბედნიეროდ მოსახლეობა არ დაზარალებულა. ზარალის დათვლის შემდეგ დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. „მთელი ღამის გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა რამდენიმე სოფელში სახიდე გადასასვლელები დააზიანა, დაიტბორა საყანე ფართობები. ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში. აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ჯერჯერობით, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები