ნოდარ ჯავახიშვილი გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს კოორდინაციას

უხვი ნალექის გამო გურიაში სტიქიას ებრძვიან. დაზარალდა გურიის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის რაიონის სოფლებში. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წაღებულია სახიდე გადასასვლელები და სავარგულები. გურიის ყველა მუნიციპალიტეტში დაზიანებულია გზის საფარი. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მინისტრი პირადად უწევს კოორდინაციას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები