„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტმა შესაძლოა, ვეტო დაადოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განუცხადა და განმარტა, რომ კანონპროექტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის გამართულად მუშაობას. ამასთან, კოჟორიძე დეპუტატებს ურჩევს, გადაწყვეტილებები პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შენიშვნების შემდეგ მიიღონ.

„ჩვენ გვქონდა ის ვერსია, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა. დღეს, ოფიციალური ვერსიის მიღების შემდეგ, მიმდინარეობს ამ ორი ვერსიის შედარება. უკიდურესად უარყოფითად ვაფასებთ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც უქმნის სერიოზულ საფრთხეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის გამართულად მუშაობას. თავად პრეზიდენტი მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, იქნება თუ არა ვეტო. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ჯერ მოისმინონ, გაეცნონ საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს თუ ასეთი იქნება და შემდეგ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები