საქართველოს ჩემპიონატზე თბილისის საციგურაო სკოლიდან არცერთ სპორტსმენს არ უასპარეზია – ფედერაციის პრეზიდენტი მთავრობას დახმარებას სთხოვს

„ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი დედაქალაქში საციგურაო მოედნის აშენების საჭიროებაზე საუბრობს და მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავს. თუმცა, მისივე განმარტებით, რომ არა სპორტის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების მხარდაჭერა, ფედერაცია ვერ შეძლებდა განვითარებას და ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
„დიდი ხელშეწყობა გვაქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან, ბათუმის მერიისგან და სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრისგან. რომ არა ეს ხელშეწყობა, ვერ შევძლებდით განვითარებას და სპორტსმენების საერთაშორისო არენაზე გაყვანას, მაგრამ პრობლემა თბილისში მაინც გადაუჭრელი ხდება და აუცილებელია, რომ არსებობდეს სტანდარტული საციგურაო მოედანი. მთავრობისგან გვჭირდება ხელშეწყობა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ დედაქალაქში ასეთი მოედანი აშენდეს“,- განაცხადა გიორგობიანმა.
როგორც მან დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, თბილისის საციგურაო სკოლა ფედერაციის დაქვემდებარებაში არ არის, მისი განცხადებით, ის მერიის ბალანსზა,ე რის გამოც ფედერაციას მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა არ გააჩნია. „თბილისის საციგურაო სკოლა არ ექვემდებარება ფედერაციას. ისინი წევრებიც არ არიან და, აქედან გამომდინარე, ვერ ვაკეთებთ მონიტორინგს. ის მერიის ბალანსზეა და, სამწუხაროდ, გვაქვს ვითარება, რომ ჩვენთვის მიუწვდომელია ის ინფორმაცია, თუ როგორ ხდება იქ მზადება. საქართველოს ჩემპიონატზე არ იყო წარმოდგენილი არცერთი სპორტსმენი. თბილისში კი ფედერაციას სხვა ბაზა არ აქვს“,-განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები