საქართველოს მოსახლეობის 83% მართლმადიდებელია

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 ადამიანი შეადგინა.
ქალაქის მოსახლეობა წინა აღწერასთან შედარებით 7.1%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის – 23.7%-ით. საზოგადოებას, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ”საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა გააცნო.
აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6% პროცენტია, 15-64 წლის 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3% მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების მიხედვით კი ასეთია: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1% სხვა.
აღწერის მიხედვით, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის მონაცემები ასე გადანაწილდა: 83% მართლმადიდებელი, 11% მუსლიმი, 3% სომხური- სამოციქულო ეკლესია, 1% კათოლიკე, 0.5% არცერთი, 1% სხვა.
მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები