ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ფერმერებმა სამინისტროს მადლობა გადაუხადეს რეგონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, ძირითადი პრობლემა გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგების სისტემაა.
სამინისტრომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესმენთა მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა სამინისტროს კოორდინირებით მიმდინარე პროგრამების ფარგლებში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა რეგიონებში.
ფერმერთა ასოციაცია 2012 წლიდან არსებობს და არა მარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებს და სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს და ასოციაციებს აერთიანებს. შეხვედრაზე აღინიშნა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეგიონებიდან მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ახალგაზრდა ფერმერების ხელშეწყობას. სამომავლოდ მხარეები უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები