ჯონ ქერი – ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში უნდა დაბრუნდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადებით, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო უკრიანაში უნდა დაბრუნდეს.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ქერი სერგეი ლავროვს შეხვედრისას ესაუბრა.
“მე ვისაუბრე ნადეჟდა სავჩენკოზე და იმაზე, რომ მას უნდა მიეცეს უფლება, დაბრუნდეს უკრაინაში. ეს ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია და დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს”, – აღნიშნა ქერიმ.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან ჯონ ქერის ყველა შეკითხვას სავჩენკოსთან დაკავშირებით უპასუხა.
“ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რითიც ზოგიერთი სპეკულირებს, საშიში არ არის”, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელ მფრინავს, ნადია სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ბრალდებული. თავად სავჩენკო აღნიშნულს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები