ბელგიის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ხუთშაბათს, საღამოს, ტერაქტში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება. პოლიციის სპეცოპერაცია ბრიუსელის შერბეკის რაიონში ჩატარდა. პოლიციელებმა რეიდები მოაწყვეს ბელგიის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში და იეტეს რაიონშიც. დაკავეულთა ვინაობას ბელგიელი სამართალდამცველები არ ასაჯაროებენ. მანამდე ბელგიის პროკურატურამ თვითმკვლელი ტერორისტის დნმ-ის იდენტიფიცირება შეძლო – ეს ძმები ჰალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუიები არიან. კიდევ ერთი თვითმკვლელი, პოლიციის ინფორმაციით, ნაჟიმ ლააშრაუია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები