რომში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

იტალიის დედაქალაქ რომში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა პოლიციამ ბრიუსელის ტერორისტული აქტების შემდეგ მიიღო. ამის შესახებ გამოცემა la Repubblica იუწყება. კერძოდ, რომში უსაფრთხოება რკინიგზის საგდურებსა და მეტროში გაძლიერდა. გარდა ამისა, გაძლიერებულია ბელგიის და სხვა საელჩოების დაცვა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები ვატიკანშიც არის მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ტერაქტების სერიას, რომლებიც 22 მარტს აეროპროტსა და მეტროპოლიტენში მოხდა, 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემდეგი ტერაქტი შეიძლება რომში მომხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები