შსს-მ გურიის რეგიონში ქურდობის ბრალდებით 10 პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს და ერთი პირი ამხილეს. სამართალდამცველებმა ოზურგეთის რაიონში დააკავეს: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიგო გ., 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა მ., 1983 წელს დაბადებული ზვიად ბ. 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი გ., 1992 წელს დაბადებული მამია გ., 1945 წელს დაბადებული დავით ღ.; ჩოხატაურის რაიონში – 1987 წელს დაბადებული წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ დ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მირზა ს., 1986 წელს დაბადებული იმედა დ.; ლანჩხუთის რაიონში – 1945 წელს დაბადებული გაიდარ ც. 1993 წელს დაბადებული მიხეილ ჩ. კი ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გურიის რეგიონში მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მაღაზიები და სხვადასხვა ტიპის ობიექტები გაქურდეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები