ფონიჭალის პოლიციაში შეჭრის გამო ორი პირი დააკავეს – ვიდეო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რიტა ბ. და 1968 წელს დაბადებული ვუკარ კ. პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
“კვირას“ ინფორმაციით, დაკავებულები სამირა ბაირამოვას ნათესავები არიან.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, დაეტოვებინათ შენობა და შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედება, ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.
გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები