ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის მეორე და სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: გია და გელა ციცვიძეებმა, გიორგი მუმლაძემ, ავთო ციცვიძემ, სპელეოლოგმა ლადო მუმლაძემ და მანდაეთში მაცხოვრებმა ბონდო მუმლაძემ, ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს.
მანამდე აღნიშნულმა ჯგუფმა მღვიმე რამდენჯერმე დალაშქრა და ექსპედიიციის მოსაწყობად პროფესორ გიორგი დვალაშვილს მიმართა. ექსპედიციის მსვლელობისას მღვიმის დიდი ნაწილი შეფასდა, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი.
მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა.
2016 წლის 14 თებერვლიდან მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით და რომლის ჭერის სიმაღლე 15, სიგანე 5 და სიგრძე 35 მეტრია, მიენიჭა ქართველი სპელეოლოგის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი.
მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კარსტულ მღვიმეში ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით ქართველი სპელეოლოგის ზურაბ ტატაშიძის სახელი მიენიჭა, რომელიც ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენია. სამეცნიერო კვლევა ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს ეკუთვნის.

12166067_1229149530446986_1350335670_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები