შსს-მ იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი 1961 წელს დაბადებული მამუკა რ. თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები