ლეონიდ ჩერნოვეცკი: ქობულეთში ვცხოვრობ და სავსებით რეალურია, კენჭი სწორედ ქობულეთში ვიყარო
ქობულეთში ვცხოვრობ და სავსებით რეალურია, კენჭი სწორედ ქობულეთში ვიყარო, – ამის შესახებ პარტია „ბედნიერი საქართველოს” ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ განაცხადა.
როგორც ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, ქობულეთის მოსახლეობა მის მიმართ კეთილგანწყობილია.
“მე ქობულეთში ვცხოვრობ და სავსებით რეალურია, კენჭი სწორედ ქობულეთში ვიყარო, ხშირად ვსეირნობ ქობულეთში, ვესაუბრები ხალხს, ისინი კარგად არიან განწობილნი ჩემ მიმართ“,- განაცხადა ჩერნოვეცკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე – რა თანხის დახარჯვას აპირებს ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ ის დახარჯავს იმდენ თანხას, რის საშუალებასაც ქართული კანონმდებლობა მისცემს.
“კანონმორჩილი ადამიანი ვარ და დავხარჯავ იმდენს, რამდენის უფლებასაც მომცემს ქართული კანონმდებლობა. ეს არაა დიდი ფული“,-აღნიშნა ჩერნოვეცკიმ.