საშტორმო გაფრთხილების გამო, ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურები დაიხურა

საშტორმო გაფრთხილების გამო ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურები დაიხურა. შესაბამის ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აჭარის სანაპირო ზოლში დღეს ხუთბალიანი შტორმია მოსალოდნელი. მდგომარეობა რეგიონში ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. გუშინ კი ძლიერმა ქარმა ბათუმში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს სახურავი გადახადა. რის გამოც ელექტროგადამცემი ბოძი და ორი ავტომობილი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები