თურქეთში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

5 ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეთქების შედეგად. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული და ის პოლიციის შენობასთან აფეთქდა. ამ დრომდე ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ თავდასხმა „ქურთთა მუშათა პარტიამ“ მოაწყო.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში 12 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 გერმანელი ტურისტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები