თინა ხიდაშელი: ჯარისკაცებს დაზღვევა პირველ თებერვლამდე არ ექნებათ

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჯარისკაცებს დაზღვევა 1-ელ თებერვლამდე არ ექნებათ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უწყება დაფარავს.
“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, დაზღვევა შეჩერდა – არა. აქ არაფერია არც საიდუმლო და არც მოსაპოვებელი. ჩატარდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივია. იანვრის თვეში თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, 1-ელი თებერვლიდან კი, დაზღვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. სამხედროებისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, ვინაიდან მათ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო, როგორც დაზღვევა რომ ჰქონოდათ, უბრალოდ, ჯიბეში ბარათი 1-ელი თებერვლიდან ექნებათ, ნაცვლად 1-ელი იანვრისა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები