კახეთში უამინდობისას დაკარგულ სამ პირს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაკარგულ სამ პირს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

როგორც “კვირას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო – დათვალიერდა ყველა ის ტერიტორია, სადაც შესაძლოა, დაკარგულები ყოფილიყვნენ, თუმცა მათ კვალს ვერსად მიაგნეს.

სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დაკარგულები ერთმანეთის ნათესავები არიან. ოთხი მამაკაცი კაბლის ხევის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სანადიროდ წავიდა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მათ ერთმანეთი დაკარგეს. გამოღწევა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები