ნოდარ ჯავახიშვილმა  დამატებითი საჭიროებების  უზრუნველსაყოფად  დავალებები გასცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე ვითარების  მოსანახულებლად და დამატებითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად რეგიონში იმყოფება. მინისტრმა პირველად რიკოთის  საუღელტეხილო მონაკვეთი მოინახულა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი.  დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითადი გზა განვლადია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები