თელავში მოკლული პოლიციელები დაკრძალეს – ვახტანგ გომელაურმა ოჯახს მიუსამძიმრა (ფოტოკოლაჟი)
30 დეკემბერს თელავში მოკლული პოლიციელები: მაია ჯავახიშვილი და გელა ლამაზოშვილი დაკრძალეს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების დაკრძალვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.
30 დეკემბერს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტანს გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.